Red Green Blue
ყველა ფერს საკუთარი კოდი გააჩნია და ამით, კონკრეტულ შეგრძნებებთან ასოცირდება.
წითელი ვნებასა და ინტუიციას აღვიძებს. ეს ფერი აძლიერებს და აჩქარებს გულისცემას. არის აგრესიული, ენერგიული, პროვოკაციული, იპყრობს ყურადღებას.
იასამნისფერი მისტიურ ფერად მიიჩნევა. მისი სიმდიდრე გამოხატავს ელეგანტურობასა და არისტოკრატულობას. არის არისტოკრატული, იდუმალი, ნოსტალიგური და სულიერი.
ყველაზე ხშირად ბრენდები ცისფერს ირჩევენ. ადამიანებისთვის მარტივი აღსაქმელია, ასოცირდება ცასთან და ოკეანესთან. აღიქმება როგორც სანდო, საიმედო, უსაფრთხო, გონივრული , პასუხისმგებლობის მქონე.
მწვანე სიმშვიდის, სისუფთავისა და ჯანმრთელობის სინონიმია. თუმცა, აქაცაა სხვაობა. მუქი მწვანე მოზღვავებასთან ასოცირდება, ღია კი სიშვიდესთან. ამ ფერის კოდია : სიმდიდრე, ჯანმრთელობა , პრესტიჟულობა და სიმშვიდე.
რამდენადაც ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედსა და ოპტიმიზს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტმულირებას. მისი კაშკაში განსაკუთრებულად ხელსაყრელია მომხარებლის თვალის მოსაჭრელად. ფერის კოდი : პოზიტიურობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია და კრეატიულობა.
სტაფილოსფერი არის სიცოცხლითსავსე და აღვიძებს სხავდასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან , ენერგიულობასა და მხიარულებასთან.
ყავისფერი ასოცირდება სიძლიერეს და სიმტკიცესთან. თუმცა, მისი გამოყენებისას სიფრთხიელა საჭირო, რადგან ადამინების უმეტესობისთვის ჭუჭყსა და ნაგავთან ასოცირდება.
შავს იყენებენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსკვან კლასიკურობას. ეს ფერი განსაკუთრებით ძვირი პროდუქციის შემთხვევაში მუშაობს. ასოცირდება პრესტიჟთან , ღირებულებასა და დროის სიმცირესთან.
თეთრი ასოცირდება სიწმინდესთან და სისუფთავესთან. ადამიანები ამ ფერს საქორწინო კაბასა და ექიმის ხალათს უკავშირებენ. ამის გამო თეთრი მომგებიანი ფერია ჯანრმთელობის დაცვისა და ბავშვებთან დაკავშირებულ ბიზნესის დროს. ასოცირდება დიდსულოვნებასა და კეთილსობილებასთან, სინაზესთან, სიწმინდესთან , სისუფთავესთან.