სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 4.2 ჯგუფი
ინტერნეტ დაპროგრამება
ქვიზი № 8. ციკლი
1. რისთვის გამოიყენება ციკლის ოპერატორები: ა) განსაზღვრული მოქმედებების 5-ჯერ განმეორებით შესრულებისთვის; ბ) განსაზღვრული მოქმედებების 10-ჯერ განმეორებით შესრულებისთვის; გ) განსაზღვრული მოქმედებების განმეორებით შესრულებისთვის - რამდენიმეჯერ ან მანამ, სანამ არ შესრულდება გარკვეული პირობა; დ) არცერთი არაა სწორი. 2. რამდენი ციკლის ოპერატორი არსებობს: ა) 1; ბ) 2; გ) 3; დ) 4. 3. რომელი არის ციკლის ოპერატორი: ა) for; ბ) for .. do; გ) do… for; დ)while… for. 4. რომელი არის ციკლის ოპერატორი: ა) for ...in; ბ) for ... do; გ) do… for; დ)while… for 5. რომელი არის ციკლის ოპერატორი: ა) for ... while ; ბ) for ... do; გ) do… while ; დ)while… for 6. რომელი არის ციკლის ოპერატორი: ა) while...do ; ბ) for ... do; გ) while ; დ)while… for 7. ციკლის ოპერატორის სათაურში არ შედის: ა) საწყისი მნიშვნელობა; ბ) საბოლოო მნიშვნელობა; გ) პირობა; დ) ცვლილების ბიჯი. 8. ციკლის ტანი იწერება: ა) მრგვალი ფრჩხილებში; ბ) ფიგურულ ფრჩხილებში; გ) კვადრატულ ფრჩხილებში; დ) ტეგის ფრჩხილებში. 9. ციკლის პირობა იწერება: ა) მრგვალი ფრჩხილებში; ბ) ფიგურულ ფრჩხილებში; გ) კვადრატულ ფრჩხილებში; დ) ტეგის ფრჩხილებში.10. რომელი ციკლის ოპერატორს უწოდებენ ოპერატორს მთვლელით: ა) for; ბ) for .. do; გ) do… for; დ)while… for. 11. რას ნიშნავს კვადრატული ფრჩხილები ოპერატორის სტრუქტურის აღწერისას: ა) მასივის ელემენტს; ბ) ატრიბუტი სავალდებულო არაა; გ) ატრიბუტი სავალდებულოა; დ) მასივის ინდექსს. 12. რომელი ციკლის ოპერატორი მუშაობისას შემდეგნაირად: 1.თავდაპირველად შესრულდება საწყისი მნიშვნელობა; 2. შემოწმდება პირობა, თუ კი პირობა არ სრულდება (მცდარია - fasle), ხდება მეოთხე პუნქტზე გადასვლა - ციკლის ოპერატორი ასრულებს მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში - ანუ, როცა პირობა სრულდება (ჭეშმარიტია - true), დაიწყება ციკლის ტანის შესრულება. 3. როცა დასრულდება ციკლის ტანი დაიწყებს შესრულებას ბიჯის ცვლილება და მოხდება გადასვლა მეორე პუნქტზე. 4. ციკლის ოპერატორის მუშაობის დასრულება. ა) while; ბ) for .. in; გ) do… for; დ) for . 13. რამდენჯერ შესრულდება 12 შეკითხვის პირველი პენქტი: ა) 1; ბ) 2; გ)3; დ) 4. 14. ციკლის მუშაობის დასრულებისას, ციკლის მთვლელი: ა) ნულს გაუტოლდება; ბ) ერთს გაუტოლდება; გ) შეინარჩუნებს ბოლო მნიშვნელობას; დ) იქნება განუსაზღვრელი. 15. რას აკეთებს ოპერატორი break ციკლში; ა) თავიდან იწყებს ციკლის მუშაობას; ბ) ამთავრებს ციკლის ოპერატორის მუშაობას; გ) ცვლის საწყის მნიშვნელობას; დ) ამთავრებს ციკლის მხოლოდ მიმდინარე იტერაციას, ციკლი გრძელდება. 16. რას აკეთებს ოპერატორი continue ციკლში; ა) თავიდან იწყებს ციკლის მუშაობას; ბ) ამთავრებს ციკლის ოპერატორის მუშაობას; გ) ცვლის საწყის მნიშვნელობას; დ) ამთავრებს ციკლის მხოლოდ მიმდინარე იტერაციას, ციკლი გრძელდება. 17. მასივის ელემენტებზე ერთი ამ რამდენიმე ოპერატორის შესასრილებლად გამოიყენება; ა) while...do ; ბ) for ...in; გ) while ; დ) while… for. 18. როდის ხდება ”ჩაციკვლა”: ა) როცა პირობა ყოველთვის ჭეშმარიტია - true ბ) როცა პირობა ყოველთვის მცდარია - false გ) როცა პირობა ყოველთვის ჭეშმარიტია - false ბ) როცა პირობა ყოველთვის მცდარია - true. 19. ციკლის მთვლელი: ა) ბულეანია; ბ) სტრიქონული ცვლადია; გ) მთელი რიცხვია; დ) მთელი არაუარყოფითი რიცხვია. 20. როდის არაა ფიგურული ფრჩხილების გამოყენება სავალდებულო: ა) ციკლის ტანში რამდენიმე ოპერატორი ერთ სტრიქონში თავსდება; ბ) ციკლის ტანში ერთი ოპერატორია; გ) ციკლის ტანში არცერთი ოპერატორი არაა; დ) ფიგურული ფრჩხილების გამოყენება ციკლის ტანში სავალდებულო:
|